გერმანიის ხელისუფლება პარაზიტული ჭიების კვერცხების გაყიდვის საკითხის განხილვას აპირებს. სპეციალისტთა ნაწილი აღნიშნული კვერცხების საკვები დანამატის სახით გაყიდვის მომხრეა, რადგან პარაზიტულ ჭიებს აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანთა დახმარება შეუძლიათ.
დანამატის მწარმოებელია ერთ-ერთი ტაილანდური ფარმაცევტული კომპანია. მწარმოებელთა განცხადებით, აღნიშნული ჭიები, ხვდება რა ადამიანის ნაწლავებში, აქვეითებს გააქტიურებული იმუნური სისტემის ფუნქციას. თუმცა, აღნიშნული ჭიები ვერ იკიდებენ ფეხს ნაწლავებში, კვერცხებიდან გამოჩეკვისთანავე მალევე იღუპებიან.
გასულ წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევებით გაირკვა, რომ ამ კვერცხების დამატება საკვებში არ იწვევს გვერდით მოვლენებს. მიუხედავად ამისა, გერმანიის ხელისუფლება მაინც ეწინააღმდეგება საკვებ დანამატში ამ კვერცხების ჩართვას, მეცნიერთაგან დამატებით კვლევებს და სხვა შედეგებზე დამყარებულ არგუმენტებს მოითხოვს.