გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, სროლა მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულია რვა ადამიანი, - ამ ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე განცხადებით, სროლა ორ ლოკაციაზე განხორციელდა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ბარებს გაუხსნეს და გაიქცნენ.
შემთხვევის ადგილებზე მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია ვერტმფრენი. სამართალდამცავები დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის შედეგად მოკლულია 8 და დაშავებულია 5 ადამიანი. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.