გერმანიის 16 ფედერალური რეგიონი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შობისა და ახალი წლის განმავლობაში შემსუბუქებას გეგმავს, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კერძოდ, რეგიონების ლიდერებსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში დასაშვები გახდება 10-მდე ადამიანის თავშეყრა, რათა ოჯახებმა და მეგობრებმა შობა და ახალი წელი ერთად იზეიმონ. გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 942 687-მდე გაიზარდა, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 14 000-ს აჭარბებს.