გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 15 813 ადამიანს დაუფიქსირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 690 000-ს გადააჭარბა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 248 ადამიანი დაიღუპა და მსხვეპრლის რიცხვმა 75 212-ს მიაღწია. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რეგიონების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ქვეყანაში “ლოქდაუნის“ რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდა.
ამასთან, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია.