გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 7 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიაში ვირუსს კიდევ 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 734-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერაციული მხარის პრემიერს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.