გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 5132 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტუტუტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 334 585-მდე, დაღუპულების კი - 9 677-მდე გაიზარდა.
გასულ პარასკევს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თუკი ახალი შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება, ქვეყანაში, უახლოეს მომავალში, კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დაწესდება.