გერმანიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 194 259-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს. მათივე განცხადებით, კოვიდ 19-ს ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 8 973-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კორონავრუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობით გერმანია მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.