გერმანიაში კორონავირუსის 16 643 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 510 652-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 226 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 26 275-ს მიაღწია.
გერმანიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის რეჟიმი გასული კვირის ოთხშაბათიდან გამკაცრდა.
ქვეყანა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 27 დეკემბერს დაიწყებს.