გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 942 687-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 14 361-ს მიაღწია. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანამ კოვიდ 19-ის ვაქცინაციის პროგრამა, შესაძლოა, დეკემბერში დაიწყოს. მისი განმარტებით, გერმანიამ ევროკომისიისა და ორმხრივი კონტრაქტების საშუალებით კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა მოახერხა, რაც ქვეყნისთვის საკმარისზე მეტია.