გერმანიაში ერთჯერადი პლასტიკური ნივთების გაყიდვა აიკრძალება. საუბარია, ერთჯერადი დანების, ჩანგლების, კოვზების, კონტეინერების და ყურის ჩხირების აკრძალვაზეც. ABC News-ს ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის პლასტიკური ნარჩენების რაოდენობის შემცირება, რომელიც აბინძურებს გარემოს.გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 3 ივლისიდან შევა.
როგორც ცნობილია, პლასტმასის დაშლას ათწლეულები სჭირდება. ამიტომ, ქვეყნების ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის გამოყენებას ეტაპობრივად კრძალავენ. გასული წლის მაისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მსოფლიოს 180-მა ქვეყანამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება მსოფლიო ოკეანის დაბინძურების შემცირების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ოკეანეში ბინადარ ცხოველებსა და თევზებს ხშირად საფრთხეს უქმნიან