გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემის პროცედურაში 61 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. მოქალაქეებს ხმის მიცემა სულ 73,500 საარჩევნო უბანზე შეეძლოთ. გერმანიის პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. პარლამენტის ქვედა პალატაში მინიმუმ 598 ადგილია. სავარძლების ნახევარს - 299, ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები იღებენ, მეორე ნახევარი კი 16 ფედერალურ მიწაზე პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით ივსება. არჩევნებში მონაწილეობა 42-მა პარტიამ მიიღო, საარჩევნო ბარიერი კი 5% იყო. წინასწარი მონაცემებით არჩევნებში მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტია იმარჯვებს, მეორე ადგილს კი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს. საბოლოო შედეგები ხმის დათვლის პროცედურის შემდეგ გახდება ცნობილი.