გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 391 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 070 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 835 038 შემთხვევა გამოვლინდა, 37 607 ადამიანი კი გარდაიცვალა.
გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი.
4 იანვარს ქვეყნის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.