გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 164 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 117 126-მდე გაიზარდა.
გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს აქვს მიღებული, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%, 83% და 86%-ს უტოლდება.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა პოლონეთშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 40% „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ჩეხეთსა და ბულგარეთშიც.