გერმანიაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულია. განსაკუთრებით დაზარალდა რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის რეგიონები. ყველაზე მეტი, 90 ადამიანი, რეინლანდ-პფალცის არვაილის რაიონში დაიღუპა.
ამასთან, წყალდიდობამ დააზარალა ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და შვეიცარიაც.
ბელგიაში, სადაც სტიქიას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.