გერმანიას სულ მცირე 260 000 ახალი მიგრნატი მუშა ხელი ესაჭიროება წლის განმავლობაში 2060 წლამდე რათაც შრომის ბაზარზე მუშა ხელის დეფიციტი აღმოფხვრას. დეფიციტი გერმანიაში დემოგრაფიულმა კლებამ გამოიიწვია. ამის შესახებ "დოიჩე ველეს" ცნობით, საუბარია კვლევაში, რომელიც სამშაბათს "ბერტელსმანის ფონდმა" გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, თუ გერმანიაში არ დაიწყება იმიგრაცია, 2060 წლისთვის მუშა ხელის რაოდენობა კიდევ მესამედით შემცირდება, რაც დაახლოებით 16 მილიონი ადამიანით ნაკლებს ნიშნავს. მუშა ხელის დეფიციტი კი მსოიფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. მკვლევარების თქმით, ამ პრობლემის მოგვარება ასევე შესაძლებელია საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდით, შობადობის დონის ზრდითა და უფრო მეტი ქალის დასაქმებით. როგორც კვლევის ავტორი აცხადებს, 2017 წელს გერმანიაში დაახლოებით 38 000 მუშა ხელი ჩავიდა და დარჩა.