გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - Palitra News

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

2022-04-16 12:12:31+04:00

გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის, 1 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა დაადასტურა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, თავდაცვის სექტორში საერთაშორისო დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაზარდოს, რომლის ნახევარი უკრაინას მიეწოდება.