გერმანიის ხელისუფლებამ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების 29 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 10-მდე პირის პირის შეკრება დასაშვები ხდება.
"ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მონაცემები იმის შესახებ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების დაწყებიდან 1 თვის შემდეგ გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების დაბალი დონე ფიქსირდება", - აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.