გერმანია საკუთარ მოქალაქეებს ესპანეთის ნაწილში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს - Palitra News

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს ესპანეთის ნაწილში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

2020-07-28 15:09:38+04:00

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ესპანეთის სამ რეგიონში არააუცილებელი ვიზიტებისგან თავი შეიკავონ,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული რეგიონებია: არაგონი, კატალონია და ნავარა. BBC-ი წერს, რომ ამ სამ რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს.