გერმანიაში პოლიეთილენის პარკების სრული აკრძალვა იგეგმება. 2015 წლიდან ქვეყანაში პარკების მოხმარება 64% შემცირდა, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება სურს. უწყებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც პოლიეთილენის პარკების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.კანონს სავარაუდოდ 2020 წელს მიიღებენ, რის შემდეგაც ქვეყანაში 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რათა კომპანიებმა არსებული მარაგის გამოყენება მოასწრონ. კომპანიებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდა მოუწევთ.