გერმანიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. გარდა ამისა, ახალი შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა თავის მოვლისა და მასაჟის ცენტრები, რესტორნებს კი მომხმარებლისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება მიეცათ.
"ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელევიზიო მიმართვის დროს და მოქალაქეებს ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
გერმანიაში ახალი კორონავირუსის 25 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო დაღუპულია 100-მდე ადამიანი.