გერმანია გამოდის ინიციატივით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური აზროვნების გასაძლიერებლად შეიქმნას ახალი ექსპერტთა ჯგუფი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება აღიქმება როგორც რეაქცია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცოტა ხნის წინანდელ განცხადებაზე, რომელიც ორგანიზაციის "ტვინის სიკვდილს" შეეხებოდა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება გერმანიის მკაფიო და ძლიერ გზავნილს ნატოს მხარდასაჭერად. მისი თქმით, მოუთმენლად ელის გერმანიასთან ერთად ამ წინადადების განხილვას.