კვალიფიციური კადრების დეფიციტი გერმანიის ეკონომიკის განვითარებას ამუხრუჭებს. ექსპერტების გათვლებით, ქვეყანას 440 ათასი სპეციალისტი ესაჭიროება. როგორც გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული სპეციალისტების ნაკლებობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას 1%-ით დაბლა წევს. კვლევის თანახმად, თუ გერმანული საწარმოები 440 ათას კვალიფიციურ კადრს იპოვიან, ეს ქვეყნის ეკონომიკას 30 მილიარდიან წლიურ ზრდას მისცემს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გასულ წელს ყველაზე მეტი ვაკანსია ისეთ დარგებში დაფიქსირდა როგორიცაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ლითონის გადამუშავება, ავტოწარმოება, ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა, მშენებლობა და ჯანდაცვა.