გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანა შეზღუდვებს საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან შემოიღებს, ასევე ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგთან. ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასაზღვრო გასასვლელებზე შეზღუდვები აღნიშნულ ქვეყნებთან სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება. გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 5 800-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი