გერმანია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსეთსა და პორტუგალიასთან მიმოსვლას ზღუდავს - Palitra News

გერმანია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსეთსა და პორტუგალიასთან მიმოსვლას ზღუდავს

2021-06-26 14:34:26+04:00

გერმანიამ პორტუგალია და რუსეთი ე.წ. „კორონავირუსის ვარიანტის გავრცელების ქვეყნების“ სიაში შეიყვანა და მგზავრების მიღებაზე შეზღუდვა დააწესა. კერძოდ, მომავალი კვირის სამშაბათიდან პორტუგალიიდან და რუსეთიდან გერმანიაში გამგზავრებას მხოლოდ გერმანიის მოქალაქეები ან რეზიდენტები შეძლებენ. იმ პირებს, რომლებსაც პორტუგალიიდან და რუსეთიდან გერმანიაში შესვლის ნებას დართავენ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ. სიაში რუსეთისა და პორტუგალიის გარდა 14 ქვეყანაა შესული, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.