გერმანია „დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, გერმანია მხარს არ უჭერს დონალდ ტრამპის შეთავაზებას, რომელიც „დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნებას ითვალისწინებს.
„რუსეთის გარიცხვის მიზეზი ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენცია იყო, ვინაიდან ჯერ პრობლემა გადაწყვეტილი არაა, რუსეთის დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ,“ - აღნიშნა მაასმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრია, რაც შეეხება „დიდ შვიდიანს“, იქ ახალი წევრები საჭირო არ არის.
ცნობისათვის, რუსეთი „დიდი შვიდიანიდან“ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა. ივნისის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდიანის“ გაფართოებას და რუსეთის ჯგუფში დაბრუნებას უჭერდა მხარს.