ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ბრენდ კომპანიასთან Kind of Guise ერთად ახალი პროექტი დაიწყო.საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი Kind of Guise საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს, რომელიც ბრენდის ფილიალებში გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში. წიგნს პოპულარიზაციას გაუწევენ სოციალური ქსელებით. წიგნი ილუსტრირებული იქნება ქართული ღვინით, კერძებით და საქართველოს ტურისტული ადგილებით.