ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAYS-ი (ჯორჯიან ეარვეისი) მიმდინარე კვირის ბოლოს "ტავ ურბან ჯორჯიას” საქართველოდან გასვლის მოთხოვნით აქციას გეგმავს. ავიაკომპანიის ცნობით, მათი პროტესტის მიზეზი ავიაბილეთების ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" უშედეგო მოლაპარაკებები გახდა.
ავიაკომპანიის აღნიშნულ განცხადებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიაც“ გამოეხმაურა. მათი განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს „ტავ ჯორჯია“ აფერხებს „ჯორჯიან ეარვესის“ მიერ ბილეთის ფასების გაიაფების პროცესს.