10 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე Georgian Airways-მა ყოველდღიური რეისები დანიშნა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. კომპანიის კომერციული დირექტორის ცნობით, ეს რეისები ერევანი-მოსკოვის მარშრუტს ებმის, რაც იმას ნიშნავს რომ, ტურისტები რუსეთის მიმართულებებიდან ბათუმში ჩამოსვლას შეძლებენ და სასტუმროების ჯავშნებს სრულად არ გააუქმებენ.თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენის ღირებულება 300 ლარიდან იწყება.