საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კვლავ განაგრძობს მუშაობას, რეგიონული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის. თუმცა, იმისთვის რომ, წარმოებული პროდუქციის ხარისხმა დააკმაყოფილოს ისეთი მკაცრი სტანდარტები, როგორიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით არის დადგენილი, ამისთვის შეიქმნა "გეოგაპის", ანუ "საქართველოს კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის" ახალი სასერთიფიკაციო სისტემა.
აღნიშნული სისტემა მკაფიო სიგნალს აძლევს ბაზარს, განსაკუთრებით კი სასტუმრო სექტორს, რათა მათ მიერ შეთავაზებული ნაწარმი აკმაყოფილებდეს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მოთხოვნებს. ამასთან, უკვე შექმნილია ახალი მობილური აპლიაკცია "აგრონავტი", რაც საშუალებას აძლევს ,,ფერმერთა ასოციაციის“ 2000-ზე მეტ წევრს გავიდნენ ახალ ბაზრებზე და გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვები. ამასთან, "გეოგაპის" მონიტორინგის ფუნქცია ინტეგრირებული იქნება აპლიკაციაში ისე, რომ შემსყიდველები შეძლებენ სერთიფიცირებული ფერმერების იდენტიფიცირებას და უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ქართული ნაწარმის მოძიებას. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა "გეოგაპის" სისტემის ინსტიტუციონალურ განვითარებას.