ამერიკელმა მედიკოსებმა თერაპიული გენების ჩართვისა და გამორთვის ახალი მეთოდიკა შეიმუშავეს. ბოსტონელ მეცნიერთა აღმოჩენა მედიცინას საშუალებას მისცემს, დაძლიოს ისეთი მძიმე მემკვიდრული დაავადება, როგორიცაა, მაგალითად, მუკოვისციდოზი. მეთოდის არსი მარტივია - უქმი გენი ახლით უნდა შეიცვალოს. დნმ-ის მონაკვეთის გასაახლებლად სპეციფიკური კოდირებული ფერმენტი ჩაემატება, რაც ბევრად გააიოლებს თერაპიული გენის ჩართვა-გამორთვას. "ახალი მეთოდიკა გენურ მკურნალობას უვნებელს გახდის - ლეიკოზები აღარ შეგვაშინებს", - აცხადებს კვლევის ავტორი.
სადღეისოდ გენის ფუნქციის კონტროლი სამეტაპიანი პროცედურაა. ახალი მეთოდი გაამარტივებს მას და ერთ ეტაპამდე დაიყვანს, თანაც არასასურველ შედეგებს გამორიცხავს.