დედაქალაქში 4 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე მშენებლობა შეიზღუდება. აღნიშნულს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისწინებს. როგორც გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ეს ადგილები ძირითადად განაშენიანებულ ტერიტორიებს გარეთ მდებარეობს. ეს არის სატყეო და რეკრეაციული ტერიტორიები, ასევე ლანდშაფტური, წყალდაცვითი და მეწყერსაშიში ზონები.
თბილისის მიწართსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიის მიერ უკვე დაკორექტირდა და საკრებულოს გადაეგზავნა. როგორც ცნობილია, მისი დამტკიცება მარტში მოხდება. რაც შეეხება კერძო მესაკუთრეებს, მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ მათთან შეთანხმება თბილისის მერიას მოუწევს.