შსს-ს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთ მოქალაქეს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ფულს სთხოვდა.ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.