გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
დღეს, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს: ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრება. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 22 იანვარს გამართულ სხდომაზე, საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.
საპროკურორო საბჭოს წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროკურორო საბჭოში განსაზღვრულია კვოტა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის. ოხანაშვილმა მოუწოდა საბჭოს ოპოზიციონერ წევრებს დაესწრონ გასაუბრებების პროცესს და დასვან კითხვები.