უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა და ეს ინტერესთა კონფლიქტი არ არის. კობახიძის მსგავსად თბილისის მერიც დარწმუნებულია, რომ კონკურსში მონაწილეობა და კანდიდატის შერჩევა გამჭვირვალედ მოხდება. კალაძეც და კობახიძეც შალვა თადუმაძეს კვალიფიციურ კადრად მოიხსენიებენ.