საქართველოს გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძის პროკურატურაში შესვლას "თვითნებურად შეჭრად" აფასებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან "აგრესიულ, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელ საქციელს" აქვს ადგილი. ამასთან, უწყება ზაზა სარალიძის მოთხოვნასაც პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურორებთან შეხვედრას სარალიძე სამშაბათს შეძლებს. ამასთან, აღნიშნულია ისიც, რომ როკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის.