საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა" და "სამგორი თრეიდმა" "თიბისი ბანკისგან" საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც "სამგორი M-სა" და არც "სამგორი თრეიდის" მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის "თიბისი ბანკისთვის".