"თიბისი ბანკის" საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები იკითხებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია, ხოლო სხვა პირებზე ინფორმაციის გავრცელება საგამოძიებო უწყებას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.