საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში განიხილეს. დასკვნა 2015-2016 წლებს მოიცავს. გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი იმის საფუძველს ვერ ხედავს, რომ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან მიმართებაში აუდიტის სამსახურის ანგარიში საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნოს. ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, შეხვედრა პროდუქტიული იყო და ყველა საკითხზე განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.