გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
დღეს, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს: რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს უსმენენ. საპროკურორო საბჭომ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესი 27 იანვარს დაიწყო. საბჭოს ოპოზციონერი წევრები მოსმენებს ბოიკოტს უცხადებენ. როგორც საბჭოს წევრი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს
გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ კრიტიკა არის ვიწროპარტიული და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული.მისი თქმით, ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ პოსტზე წარდგენილი, კრიტიკა ყველა შემთხვევაში იქნებოდა.