02:56
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმე დაკითხეს
15-01-2019

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი თედორაძე დაკითხეს. როგორც სასამართლო პროცესზე განაცხადა, მკვლელობის დღეს და დაახლოებით იმ დროს, როდესაც სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლეს, მან ოფისის უკანა კარიდან გამოსული გიორგი ჭანტურია დაინახა, რომელიც იარაღს ქურთუკის ჯიბეში იდებდა. ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოწმე თედორაძემ საკუთარი ჩვენება მეორედ დაკითხვის შემდეგ შეცვალა, მანამდე ის აცხადებდა, რომ არაფერი არ გაუგია და არ დაუნახავს.  პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით კი მოწმე ირაკლი თედორაძემ პროცესზე საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრა, იმაზე თუ როგორ დაინახა გიორგი ჭანტურია მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილიდან იარაღით ხელში გამოსული. დაზარალებული მხარის, კერძოდ სამსონ ქუთათელაძის ოჯახის უფებების დამცველი ლევან ზაქარაძე აცხადებს, რომ ოჯახი დეტალებში იცნობს საქმის გამოძიების მასალებს და მისხალითაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ მკვლელობა სწორედ ჭანტურიამ ჩაიდინა.

AutoPlay
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
თბილისში, უჯარმის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია Solar-ის საწარმოს ესტუმრა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული?
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
სომხეთში გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4 პაციენტი
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები