09:22
24 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
General Motors-ის 50 000 მუშა გაიფიცა
16-09-2019

ამერიკის უმსხვილესი საავტომობილო კომპანიის General Motors-ის 50 ათასამდე მუშა დღეს დილიდან გაიფიცა. ეს არის უპრეცენდენტოდ მასშტაბური გაფიცვა, რომლის მიზეზიც ხელფასების მომატება და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესება გახდა, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ.
ამერიკის საავტომობილო პროფკავშირებს United Auto Workers (UAW) კომპანიისთვის ვადა შაბათს შუაღამემდე ჰქონდა მიცემული, თუმცა General Motors-მა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროფკავშირებს მანამდე 4-წლიანი სამუშაო კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული, რომლის ვადაც ამოიწურა. შესაბამისად, პროფკავშირებმა კომპანიას კონტრაქტების გადახედვა და ახალი პირობები წაუყენა, რაზეც ვერ დაითანხმა.
თავის მხრივ, GM-ში აცხადებენ, რომ მათი სამუშაო პირობები და ხელფასები ერთ-ერთი საუკეთესოა ავტო-ინდუსტრიაში.
ცნობისთვის, ეს არის უმსხვილესი გაფიცვა GM-ში 2007 წლის შემდეგ. ამ დროისთვის უცნობია, როდემდე გასტანს გაფიცვა და მაიღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
21-02-2020
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
21-02-2020
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
21-02-2020
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
21-02-2020
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
21-02-2020
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
21-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები