ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი საავტომობილო კომპანია General Motors-ი (ჯენერალ მოტორსი) ბიზნესის რეორგანიზაციის ფარგლებში ჩრდილოეთ ამერიკაში დასაქმებული თანამშრომლების 15%-ის დათხოვნას გეგმავს. ასევე 25%-ით შემცირდება კომპანიის მმართველთა შტატიც.
როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, 2019 წლისთვის ქარხნები დაიხურება მათ შორის დეტროიტსა და ოჰაიოში, ასევე კანადის ქალაქ ოშავაში.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, კომპანია ამერიკის ბაზრისთვის ისეთი მოდელების წარმოებას შეწყვეტს, როგორებიცაა მათ შორის - Chevrolet Volt (შევროლე ვოლტ), Chevrolet Cruze (შევროლე კრუზე), Cadillac CT6 (კადილაკ სი-თი ექვსი).