ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია ჯენერალ მოტორსი მსოფლიოს მასშტაბით 800 ათას ავტომობილს გაიწვევს. გაწვევა ეხება ორ კონკრეტულ მოდელს - შევროლე სილვერადო 1500-სა და ჯიემსი სიერა 1500-ს. ორივე ამ მოდელს საჭესთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩნდათ. გაწვევა ეხება 690 ათას ავტომობილს აშშ-ის მასშტაბით, 80 ათასს კანადაში, ხოლო 25 ათასს სხვა ქვეყნებში. "როიტერის" ცნობით, საჭის ელექტროგამაძლიერებელი, რომელიც 2014 წლის მოდელებში გამოიყენეს, შესაძლოა პერიოდულად მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით კი დაბალი სიჩქარით მანევრირების დროს.