გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ჭანტურიას გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას ედავება. როგორც ცნობილია ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. შსს-მ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.