გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით პეტიცია ვრცელდება:
"მოვითხოვთ, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან დაუყოვნებლივ აიღოთ ეს სიმახინჯე. გენერალი მაზნიაშვილი ასეთ ბიუსტს არ იმსახურებს. ერის სირცხვლია ეს"!- წერია განცხადებაში.
პეტიციას 1475 ხელმომწერი ჰყავს. მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი 30 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.