ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გენდერული ბალანსისა და ქალთა ჩართულობის საკითხზე ანგარიში წარმოადგინა. როგორც საიაში აცხადებენ, გენდერული ბალანსის დასაცავად აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა უფრო მეტ მონაწილეობას. ახალგაზრდა იურისტების განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების სიები გენდერულად დაბალანსებული იყოს.