გენადი ონიშენკო - ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - Palitra News

გენადი ონიშენკო - ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე

2019-07-07 18:30:00+04:00

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერას გამოეხმაურა. მისი განცხადებით ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე. მისივე თქმით, მთელი რეგიონისთვის რეალურ საფრთხეს საქართველოში არსებული სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორია წარმოადგენს რომელიც ყველაზე საშიშ ბუნებრივ ვირუსებთან და მიკრობებთან მუშაობის საშუალებას იძლევა.