საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა . „ვენეციის კომისია ამბობს, რომ ჩვენ ძალიან გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ მისი ჭამა არავის უნდა - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ მათ ეს გემრიელი ნამცხვარი ოპოზიციური პარტიებისთვის და პრეზიდენტისთვის არ მოგვიმზადებია, არამედ ის საქართველოს მოსახლეობისთვის მოამზადეს. კობახიძის განმარტებით, ბონუსების სისტემა გაუქმდება, ხოლო ბლოკები შენარჩუნებული იქნება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე ხელახლა იქნება განხილული რელიგიისა და შეკრების თავისუფლებებთან დაკავშირებული დებულებები. კობახიძე ამბობს რომ საბოლოო დასკვნა თითქმის სრულად შეესაბამება იმ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა წინასწარი შეფასების სახით, საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებამდე მიიღო.