10:59
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
გემრიელი მოგზაურობა ტაილანდში - საუკუნოვანი ტრადიციები და კერძები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია
16-01-2020

ტაილანდი აზიის ერთერთი ყველაზე ჭრელი და ეგზოტიკური ქვეყანაა. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მოდერნიზმი და ადგილობრივი ტრადიციები, ამიტომ ტაილანდი ერთგვარი ქვაბია სადაც განსხვავებული კულტურები და ეთნოსები ერთად იხარშებიან.

ტაილანდის კულინარიული ტრადიციების ფორმირება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ხდებოდა. ტერიტორიული სიახლოვის გამო ტაილანდურ სამზარეულოში ინდოეთის მნიშვნელოვანი გავლენა იგრძნობა. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ინდოეთში ყველა კერძი მზადდება ერბოს, რძისა და სუნელების დამატებით, ხოლო ტაილანდში ეს ინგრედიენტები არ გამოიყენება და მათ ანაცვლებენ ქოქოსის რძით, ქოქოსის ზეთით, ლემონ-გრასით, სუნელებითა და რეჰანით.

ტაილანდური სამზარეულო წარმოუდგენელია წიწაკისა და წიწაკით დამზადებული კერძების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი ქვეყანაში პორტუგალიელმა მისიონერებმა XVII ს-ში შემოიტანეს. გარდა ამისა სხვადასხვა დროს ადგილობრივი კულინარია გამდიდრდა შემდეგი პროდუქტებით: ოხრახუშით, კარტოფილით, ტკბილი წიწაკით, სტაფილოთი და ტომატებით. უმნიშვნელოვანესია ასევე საკვების ორთქლზე მომზადების წესი რომელიც, ტაილანდელმა მზარეულებმა ჩინეთიდან გადმოიღეს. ასევე, ჩინური სამზარეულოდანაა შემოტანილი შეზნექილი ტაფა, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ინგრედიენტი თანაბრად შეიწვას.

ტაილანდური სამზარეულოს ძირითადი და მთავარი პროდუქტი ბრინჯია. ბრინჯის მრავალი განსხვავებული სახეობა არსებობს და თითოეულ პროვინციაში ადგილობრივ ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას. ბრინჯის იგნორირება არ ღირს მაშინაც კი, როცა ის არ გიყვარს, რადგან ის გამანეიტრალებლის როლს ასრულებს უცხარესი ტაილანდური კერძების მირთმევისას.

ტაილანდელებს უყვართ ლუდიც და აქ ლუდის მრავალი ბრენდია ცნობილი. ტაილანდურ ცხარე კერძებს ხშირად აგემოვნებენ ლუდთან ერთად და ამ ალკოჰოლურ სასმელს აქტიურად იყენებენ კულინარიაშიც.

ტაილანდი მსოფლიოს ერთერთი ცნობილი და გამორჩეული გასტრონომიული სავანეა. ამიტომ ტაი-რესტორნებს დღესდღეობთ ყველგან შევხვდებით. თუ ცხარე და ეგზოტიკური სამზარეულო გიზიდავთ ტაილანდური კერძები თქვენთვისაა.

AutoPlay
მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტები, ხორცეული და ვისკი - გემრიელი მოგზაურობა შოტლანდიაში
27-02-2020
ბებიების რეცეპტებით დამზადებული კერძები და საუკეთესო ლუდი - ყველაფერი ჩეხური სამზარეულოს შესახებ
30-01-2020
გემრიელი მოგზაურობა პოლონეთში - ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო და მათი გამორჩეული სასმელები
09-01-2020
სასტუმროების და რეტორნების მენეჯმენტ ჯგუფ m|group-ს ახალი 24 საათიანი რესტორანი "მეტეხის უბანი" შეემატა
26-12-2019
დაბალანსებული გემოებისა და ჯანსაღი კვების სინთეზი - პოპულარული და გემრიელი პორტუგალიური სამზარეულო
19-12-2019
ფლამანდიური სიმარტივის, გერმანული სოლიდარობის და ფრანგული დახვეწილობის ნაზავი - რას წარმოადგენს ბელგიური სამზარეულო
05-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები