პოლონეთი ცენტრალური ევროპის ერთერთი გამოირჩეული ქვეყანაა დიდი ისტორიითა და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციებით. ქრისტიანული წარსულიდან და მარხვის ტრადიციებიდან გამომდინარე პოლონეთში საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა თევზის მომზადების კულტურა.
პოლონური სამზარეულო მეზობელი ქვეყნების კულინარიულ ტრადიციებსაც იზიარებს. ჩეხურ და სლოვაკურ კერძებთან ერთად, გავლენა სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მოახდინეს. კერძოდ, გერმანულმა, უნგრულმა, ფრანგულმა, იტალიურმა და ავსტრიულმა. 21-ე საუკუნეში ჩამოყალიბდა და დაიხვეწა თანამედროვე პოლონური სამზარეულო. ამ სამზარეულოს ჰარმონიულად ერწყმის მსოფლიოს კულინარიული ტრადიციები რაც განაპირობებს რესტორნებისა თუ საკვები ობიექტების მრავალფეროვნებას.